ეს საშუალო ზომის დოკუმენტური ნოველა, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრის ერთად გატარებულ რამოდენიმე საათს ასახავს ძალიან მიყვარს და დავდებ ჩემთვის ;)

2006 წ.

ალექსანდრე უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის კარიდან გამოვიდა, კიბის ექვსივე საფეხურს გადაახტა, მერე მობრუნდა, ხელები მლოცველივით მაღლა აღმართა და აუდიტორიების ფანჯრებს ახედა. ლევანი ქუჩის მეორე მხრიდან უყურებდა ალექსანდრეს. ხმა არ ესმოდა, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ალექსანდრე ვიღაცას მძაფრად აგინებდა. პოზის მიხედვით ლევანმა იფიქრა, რომ აქსელი ღმერთზე იყო გამწყრალი და გაეცინა. მერე კი გზა ზემოდან გადაჭრა, ღერძულ ხაზთან რომ მივიდა ვარაზიდან პატრულის მანქანა ამოვიდა. და ლევანს ცოტა გასცრა: “აუ ახლა ამათ ამისთვის რომ დამაჯარიმონ რით წავიდე სახლში…” მაგრამ პატრულს მისთვის არ სცხელოდა: არასწორად გაჩერებული მანქანა დაინახა და დააცხრა. ლევანი უკვე მეექვსესთან იყო როცა იმათი რუპორის ხმა გაიგო: “მერსედესი, MIს 123, პატრონი გამოცხადდეს მანქანასთან…”
- ვახ, მე ამათი… – და ალექსანდრემ ისეთი გინება მოაყოლა, რომ ლევანი შეკრთა, ალექსანდრე ხომ საერთოდ არ იგინებოდა.
- რა იყო ბიჭო, მკრეხელობ? – აქსელი გადაკოცნა და თმა მოქაჩა – გილოცავ უკვე ლაივში!
- გაიხარე! ამათი წუნკალი დედა… დაბადების დღე მომიწამლეს!..
- რა იყო თქვი, გეყოფა გინება!
- ბიჭო, ლიზარდ, კლიენტი, კლიენტი კი არა ჩემი ლექტორი მთელი კურსის წინ მეუბნება დებილი ხარო!
- რა მოხდა მერე, ახალი რა გითხრა?!
- არაფერი, მაგრამ ეგ სხვანაირად ამბობს: “წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს, ანალიზის უნარი საერთოდ საერთოდ არ გაგაჩნია, წერის გაგებაში არ ხარ და ნიშანს გაკლებ იმიტომ რომ შენი აზრი გიწერიაო!”
- შენი აზრისთვის გაკლებო? შე ჩე, ჟურნალისტი ხარ თუ ფიზიკოსი? – გადაბჟირდა ლევანი. – მე მართლა ამათი კომუნისტური გადმონაშთი დედა … კაი დაიკიდე, შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი ხარ! – და ალექსანდრეს თავზე ხელი გადაუსვა.
- ნუ მეკაიფები, მკიდია ისედაც, მე ამათი . . . – კიდევ შეიგინა და კორპუსის წინ ცემენტის დიდ ფილაზე ჩამოსხდნენ.
- ობიექტი სადაა? – ჰკითხა ლიზარდმა, რომელიც ცემენტზე დასაჯდომად ქვეშ პოლიტეკონომიის რეფერატს იგებდა.
- ვინა? აა, ქეთო? ეგე, მოდის!
ქეთო მოვიდა და ლიზარდი გადაკოცნა (კლასელები არიან და მომავალი ნათესავებიც, იმიტომ რომ ლიზარდის შეყვარებული ქეთოს მამიდაშვილია). მერე ალექსანდრეს მიუბრუნდა:
- რა იყო რამ გაგამწარა? ასე არ უნდა გექნა! – თვალები ახლაც ეშმაკურად უციმციმებდა და ალექსანდრეს დააჟრიალა.
- რა არ უნდა მექნა? ბავშვები რომ მაგ ჩათლახზე ვაკაიფე?
- ჰო, დააცინინე მაგხელა ქალი.
- მე რომ დამცინის?
- ნიშანი არ გინდა? – ქეთო აშკარად დიდაქტიკაზე გადავიდა.
- ნიშანი მე რად მინდა, ნიშნები თქვენ, გოგოებს გჭირდებათ!
- გოგოებს რად გვჭირდება? – დაიბნა ქეთო
- გასათხოვრები რომ არ დარჩეთ.
- აა. ორი დიპლომის ბაზარია? – მიხვდა ლიზარდი
- მაშ!
ქეთომ ნაძალადევად გაიცინა და თქვა: – წამოდით რა, ეკას დისკი უნდა ვუყიდო და რამე ამარჩევინეთ.
ალექსანდრე და ლიზარდი ადგნენ და ქეთოს უკან მიყვნენ.
- ლევან, “რედიოჰედი” ჩამიწერე? – ჰკითხა ქეთომ.
- უი, აჰა, აქა მაქვს.
- გახარე! – გამხიარულდა ქეთო.
- ლიზარდ, ბოლო ალბომია?
- მაშ! რამდენი ხანია ამის გამოსვლას ველოდები.
- შენ “თულის” ბოლოც ხო მარ გაქვს?
- აბა! – გაიჯგიმა ლევანი. – მელომანიის განყოფილებაში მოდერატორი რისთვის ვარ რა გგონია! მე ყველაფერი მაქვს!
- ნუ ბლატაობ და დისკი მათხოვე!
- გათხოვებ მა რას ვიზამ! –გაცინა ლიზარდმა – წინა ალბომები ხომ გაქვს?
- “აერიმა” და “ლატერალუსი”.
- ჰო ეგენია. მართლა მოგწონს თუ ქეთოსთან მარიაჟობ? – ლიზარდმა ეშმაკურად გაიღიმა და შუაში მიმავალ ლამაზ ქეთოს ირიბად გახედა.
- რა ვიცი, მგონი უფრო მომწონს! – გაიცინა აქსელმა. – ქეთო, “თული” არ იცი?
ქეთომ თავი გააქნია. – რას უკრავენ?
- პროგრესს ალტერნატივაა მეტალის ელემენტებით – ლიზარდი როკის ექსპპერტად გრძნობდა თავს იმ მომენტში. – კლიპები აქვთ როგორი იცი? მარკესს, ბულგაკოვს, აინშტაინს რომ “3დე მაქსი” ასწავლო მაგრად და კლიპი გააკეთებინო.
- მაგრად მომწონს – თქვა ალექსანდრემ – ძალიან რთულია და ამიტომ მომწონს, ოთხ უცნობიანი განტოლებასავითაა.
- ესეც ამიტომ მოგწონს? – ლიზარდმა ქეთოზე ანიშნა და ჩაიხითხითა.
- ჩამოვთვალო კიდევ რატომ მომწონს? – აქსელმა ისეთი თვალებით გადახედა რომ ლიზარდი სიცილისაგან ლამის გაიგუდა.
- ქეთო, რა უქენი ასეთი?
- მოვედით! – არ უპასუხა ქეთომ და მაღაზიაში შევიდა. ბიჭებიც შეყვნენ.
მაღაზიაში უამრავი დისკი იყო და კედელზე ბობ მარლის სურათი ეკიდა.
- ლაითს უსმენს არა? ჰკითხა ალექსანდრემ.
- ჰო, აბა რა.
- მაშინ პინკ ფლოიდის ლაივების დისკი წაუღე. – ურჩია ლევან-ლიზარდმა.
- ჰო, ეკას მოეწონება. – დაეთანხმა აქსელიც. – აუ ოთარ იოსელიანის დისკი! საფრანგეთის პერიოდის ფილმები, რა მაგარია!
- 14 ლარი ღირს – ადგა კომპიუტერთან მიმჯდარი გამყიდველი.
- ძვირია! – ფასი არ მოეწონა აქსელს.
- სამაგიეროდ შვიდი ფილმია ზედ. – არ დაეთანხმა გამყიდველი.
- მე რვა ფილმიანი ჯარმუში ცხრა ლარად ვიყიდე.
ჰოო, – დაფიქრდა გამყიდველი. – ეგ სერია ვიცი, არ ვარგა!
- კაი კაცო, ეს რა, ხელნაკეთია?
- ჰო და ტურბო დიზელია! – გამოსძახა ლიზარდმა თაროების სიღრმიდან.
გამყიდველს ხუმრობა არ მოეწონა. მერე ქეთომ ნირვანას ლაივი იყიდა და ბიჭების რჩევას არ დაუჯერა, რადგან როგორც ყოველთვის ფიქრობდა, რომ სწორედ ფიქრობდა. მერე კი გაარკვიეს რომ ეკას პინკ ფლოიდი ერჩივნა.
ისევ უნივერსიტეტთან ჩავიდნენ. უნივერსიტეტის გვერდზე ღია კაფეა, სადაც ლაღიძის წყალი 70 თეთრი ღირს. ოღონდ გარეთ გამოდგმული მაგიდები სულ ცარიელია – არავის უნდა ყველას დასანახად ჭამა. თანაც ბევრი ქურთი მათხოვრები დადიან, რომლებიც გოგოებს შეფურთხებით აშინებენ თუ ფულს არ მისცემენ. გოგოებს არ უნდათ რომ შეაფურთხონ და არც ფულის მიცემა უნდათ, ამიტომ შიგნით სხდებიან.
ლევანი და აქსელი კაფის შემინულ მესერს მიეყუდნენ.
- ლიზარდ!
- ჰა…
- მოდი შიგნით დავსხდეთ, მაინც ცარიელია და ამათ კლიენტიც არ მოუვათ მერმის ამ დრომდე.
- წამო.
ალექსანდრემ მესერს გადაალაჯა – ძალიან გრძელი ფეხები ჰქონდა და ყველაფერს ზედ ალაჯებდა.
- არაფერი გინდა? ავიღოთ!
- არა…
- რათა? ლუდი?
- გამოცდა მაქვს ხუთის ნახევარზე.
- ჰოო… ყავა?
- არა, გმადლობ.
ლევანმა ჯიბიდან სიგარეტის ყუთი ამოიღო.
- ნუ ეწევი, მავნებელია!
- ვა, არ ვიცოდი! აუ, ფეხების სუნი დგას!
- მე ნუ მიყურებ დილით ვიბანავე, თან ბოტასები მაცვია.
- შენ კი არა, აბა უკან მიიხედე…
ალექსანდრემ უკან მიიხედა და მძინარე მთვრალი დაინახა, რომელსაც ფეხები ფეხსაცმელებიდან ამოეყო და ისე ეძინა. პირიდან დორბლი ჩამოსდიოდა, ნერწყვი ეწელებოდა და მკერდზე პერანგს უსველებდა.
- ცოდოა ამის გაღვიძება.- გაიღიმა ალექსანდრემ და ცხვირზე ხელი მოიჭირა.
- ვთხოვოთ, იქნებ ფეხებზე მაინც ჩაიცვას.
- ცოდოა… – ალექსანდრემ ლიზარდის შეთავაზება არ მიიღო და დაინახა, როგორ გაამოძრავა მძინარემ ტუჩები და ნერწყვი როგორ შეისრუტა უკან. – ლიზარდ იმ გაზეთების ჯიხურს ხომ ხედავ? – გაახედა ლევანი აქსელმა.
- კი, არ უნდა ვხედავდე?
- როგორ არა… მაგრად არ მევასება?
- რატომ, “სარბიელს” არ ყიდიან?
- არა რა “სარბიელს”, გამყიდველი მეჯავრება, რამდენჯერაც მაგის ვიტრინაზე ანარეკლში თმებს ვისწორებდი იმდენჯერ გამომაგდო “მეფარებიო”. ჰოდა მაგიტომ არ მიყვარს!
- ჰოო, მაშინ კი უნდა გეჯავრებოდეს… – ლიზარდმაც მოჩვენებითი დაფიქრებული მზერა მიაპყრო ჯიხურს მერე კი სიცილი აუვარდა.
ჯიხურის მხრიდან ზვიად ქორიძე გამოჩნდა, სათვალე გაისწორა და მეექვსესკენ წამოვიდა.
- ალექსანდრე, ისვენებ? – მიესალმა როცა ბიჭებს გაუსწორდა. ალექსანდრეს ფეხები მესერზე ჰქონდა შეწყობილი და ცდილობდა სახსრებში მოუხრელად თავი მუხლებზე დაედო.
- გამარჯობა ბატონო ზვიად! – ალექსანდრემ ფეხები წამსვე ჩამოალაგა.
- ემზადები ფეხბურთისთვის?
- ტოტალიზატორში არ დამიდია. მარტო იტალიის კედები ვიყიდე. ოღონდ ცოტა მიჭერს.
- ვის გულშემატკივრობ?
- აგერ უკვე მეთორმეტე წელია ბრაზილიას. ფინალში გავა ბრაზილია და არგენტინა და ჩემპიონი ბრაზილია გახდება. საუკეთესო ფეხბურთელად მესის აღიარებენ.
- ვანგა ხარ, შენ კიდევ ამბობ ტოტალიზატორში არ დამიდიაო. – გაეცინა ზვიადს. – მე ეს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება ძალიანაც არ მომწონს.
- რატომ ბატონო ზვიად?
- მე საერთოდ ფეტიშიზმის წინაარმდეგი ვარ და ზუსტად ესაა ფეტიშიზმი. აღიარებები და ასე შემდეგ. მგონი იმ ადამიანმა ფეხურთი არ იცის ვინც იმაზე დავობს პელეა მეფე თუ მარადონა. იქნებ დი სტეფანოა მაგარი ან ბობი ჩარლტონი სჯობს ყველას?
- მე რივალდო მიყვარს ყველაზე მეტად! – ჩაერთო აქსელი. – ინტელექტუალი მოთამაშეები მომწონს უფრო.
- ყიფიანი იყო ასეთი.
- ბევრი არაფერი მინახავს ყიფიანის. ვერ მოვესწარი. – დანანებით თქვა ალექსანდრემ. მესი წელს ყველაზე მაგარი იქნება, შემოევლოს ბარსელონა.
- მარტო მესი ვერ გაათრევს არგენტინას, – არ დაეთანხმა ზვიადი.
- რივალდომ სამი წელი ათრია ბარსელონა. მესი არგენტინას გაათრევს. – ალექსანდრე თავის ნათქვამს არ დათმობდა.
- კარგი მაშინ, აბა თქვენ იცით, შენა და მესიმ! – ზვიადი კიბეზე ავიდა.
ლიზარდმა ფეხბურთი არ იცოდა.
- ვინაა ეგ კაცი? – ჰკითხა ლქსელს.
- ზვიად ქორიძე – მაგარი ჟურნალისტია, ლამის ყველა საინფორმაციო საქართველოში მაგის აწყობილია. ჩაქვში გავიცანი კონფერენციაზე. როკზე ვლაპარაკობდით და ლამის დამცინა რომ ვთქვი გრებენშიკოვი და მაკარევიჩი ვიცი მეთქი. “საიდან გეცოდინებაო!!”
- არ იცოდა ალბათ ჩემი ძმაკაცი რომ ხარ! – გაიჯგიმა ლიზარდი
- და შენ რომ მელომანიის განყოფილების მოდერატორი ფორუმზე! – ახლა ალექსანდრემ დასცინა და თვალებზე კეპი ჩამოაფხატა.
ლევანმა სიგარეტს მოუკიდა. მოქაჩა. მერე დაიჯღანა.
- რა იყო? – ვერ გაიგო ალექსანდრემ/
- ქეთომ დამინახა რომ ვეწევი და ახლა ერთ ღერს გამისრესს და დედას უტირებს.
- აა, გამახსენდა, მაგას ხომ ყველა მოწევაზე ერთ რერს მსხვერპლად სწირავ!
- ჰო, აცტეკების ქალღმერთივითაა! – გაიცინა ლიზარდმა და უეცრად მათთან გაჩენილ ქეთოს მცირედი ჭიდაობის მერე მაინც დაუთმო ერთი ღერი. ქეთომ სიგარეტი დაამტვრია, გასრისა და დედა უტირა. ამ ყველაფერს მძვინვარე და კმაყოფილი სახით აკეთებდა. აქსელი უყურებდა, იღიმებოდა და ლიზარდის სიტყვებზე ფიქრობდა: “აცტეკების ქალღმერთი… რა მაგარია. “
ქეთო ისევ წავიდა. სამაგიეროდ იტალიის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი გივიკო ხომერიკი გამოჩნდა, რომელმაც გზა გადმოჭრა და მეექვსესთან გადმოვიდა.
- რაფერ ხარ აქსელ? – გადაკოცნა ყურებამდე გაღიმებულმა ალექსანდრე. გივიკო “კავეენშიკი” იყო.
- ვუძლებ! შენ როგორ ხარ?
- მაიცა! – გივიკოს ტელეფონმა “იტალია, იტალია…” დაიღრიალა. – ალო! . . . . . რა იყო გურამ? .. . . . . . . სექსის საიტი? ახლავე!. . . დუბლვე დუბლვე დუბლვე, იწერ? . . . სექს . . . ს, ე. ქს! . . . ხო! სექს ოუშენ წერტილი კომ! . . . ო – უ – შენ! ოკეანე რა! ოღონ “ცე” – თი დაწერე! . . . . . ჰო, მერე შეხვალ და ყველაფერი სულო და გულო: ლესბიანკები, პატარა გოგოები, ზანგები, ტრანსები… . . . . . ჰო გრუპავოიც იქნება აბა! კარგი, მაგრად! აბა შენ იცი!
- ყოჩაღ გივიკო შენ! რამდენი გცოდნია! – შეაქო ალექსანდრემ და სიცილისაგან სუნთქვაშეკრულ ლევანს მიწიდან ადგომაში მიეხმარა.
- ეჰ, რას იზამ! ამ დოლიძის ხელში კიდევ კარგად ვარ! – გივიკომ ერთიც გაიღრიჭა და კიბეზე ავიდა.
- იცი ეგ დოლიძე რა მაგრად გავიცანი? – ლევანმა ჯინსი გაიბერტყა. – ამას წინ შენ რომ გელოდებოდი კორპუსის წინ ვიჯექი. ეგეც აქ ტრიალებდა, მერე მოვიდა ვიღაცას ელაპარაკებოდა და მე ჩამომეყრდნო, გამიღიმა, მომესალმა, მერე სიგარეტიც მთხოვა. ერთი კვირაა ვიცნობ და უკვე შე ჩემობით მელაპარაკება, ხომ მაგარია?!
- მაგარი კლიენტია, ამას წინ ჩემს დრამერს ჯოხები დაუმტვრია – ბეტონზე “ბლექ დოგი” დაუკრა. გააგიჟა ბავშვი. ისე მაინც მაგარი ტიპია, თან ბარსას ფანია.
- აქსელ, ის კაცი კორპუსის დაცვაა? – ლევანმა ალექსანდრე კართან მდგარ დაბალი კაცისკენ გაახედა.
- არა, ჩემი ლექტორია, უჯიგრესი კაცი – ნიკო ბორაშვილი. მიხოს ძმაა ხო იცი?
- ვაა? საღოლ!
- მაგან და ნუგზარ ნაცვლიშვილმა მასწავლეს რეჟისურის, სცენარისა და მაგნაირი რაღაცეების ინჩი-ბინჩი. მთელი ცხოვრება ტელევიზიაში მუშაობდნენ და ახლა ჩემნაირ ხისთავიანებთან წვალობენ. რომ იცოდე ნიკო მილა იოვოვიჩის დედ-მამის მაგარი ძმაკაცია, პეტერბურგში ერთად სწავლობდნენ.
- რა მაგარია!
- ამას წინ თქვა და ბავშვებმა არ დაიჯერეს. მერე სურათი აჩვენა პატარა მილას რომ ეთამაშება…
- მაგარი მსახიობია მილა. – თქვა ლევანმა.
- ლუკ ბესონია მაგარი. – ჩაიცინა აქსელმა.
- პაპსავიკია! – ლიზარდი მთელი ცხოვრება პაპსას წინააღმდეგი იყო. – შენ კაცო ჯარმუში არ მოგწონს? მერე სად ჯარმუში და სად ბესონი?
- ჯარმუში მხეცია. ჯერ იუმორი აქვს უშავესი და ძალიან მაგარი.
- ეგრეა, მერე ის დივიდი მათხოვე!
- აბა რა! ვაა, ესებუა მოვიდა.
ბიჭებთან ალექსანდრეს მეგობარი კახა ესებუა მივიდა.
- ლომაია, როგორ ხარ? – მიესალმა აქსელს.
- შენ ლომაია?
- რა ლომაია? – ვერ გაიგო ლიზარდმა.
- მე ალექსანდრე ვარ, ეს კახა, ჰოდა მოფერებით ერთმანეთს ლომაიას ვეძახით. თანაც ამით ჩვენს სიმპათიას გამოვხატავთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი.
- მოფიქრება არ გინდა! – აღფრთოვანდა ლევან-ლიზარდი.
- ვაიმე! წამოიძახა ესებუამ.
- რა ხდება? – ახედა ალექსანდრემ და იმანაც დაიყვირა – ვაიმე!
- აუჰ! – ლიზარდმაც დაინახა ის რასაც კი არა ვისაც ბიჭები ხედავდნენ.
- ასეთი აქ ჯერ არ მინახავს!
- ვიწრო კაბა ძალიან უხდება, თან წითელის და თეთრის კომბინაციით. – ალექსანდრეს წითელ ფერზე აბოდებდა.
- ყველა სიმრგვალე ეტყობა, ფაქტიურად არა აქვს მნიშვნელობა აცვია თუ არა.
- უკანაც რა მრგვალია!
- ტრენაჟორებიდან არ გადმოდის ალბათ.
- და 60 კილოიანით ჩაჯდომებს აკეთებს!
- ეს მომცა! – ინატრა კახამ.
- არადა რა უტვინო იქნება ხომ აზრზე ხარ! – დაუწუნა ალექსანდრემ.
- რაში მჭირდება მაგის ტვინი! – საიდანღაც შარვლის სიღრმიდან აღმოხდა კახას. – ვახ, ანა გადაკოცნა! ჩემი დაქალი! გმადლობ უფალო! წავედი!
- ფრთხილად, თოფი არ გაგივარდეს ბიჭო! – ალექსანდრემ სიტყვა დააწია და კახამაც ბედნიერი სახით დაუქნია თავი.
- ეგეთი აქ კაი ხანია არ მინახავს, – თქვა ლიზარდმა. – ძაან ქულ იყო. ბიჭო, შენ არ გყავს ვინმე?
- არა.
- რატომ მერე?
- ვცადე და არანაირი ინტერესი ან მუღამი არ გამიჩნდა. იმედია ხვდები რატომ.
- ობიექტი?
- ჰო. თან დებილი გოგოები არ მიყვარს.
- მერე ქეთო ხომ აქაა?
- ჰო. ოღონდ არ ვიცი კიდევ მიწყრება თუ არა. კიდევ მოვიცდი. მაშინ ძალიან რთულად მიიღო ჩემი ამბავი… ახლაც მაგის მეშინია და იმიტომ ვარ ჩუმად.
- როგორ ძლებ უმაგისოდ ჰა? ორი წელი სულ ერად იყავით ყველგან, ახლა ეგრე უცბად გაუცხოვდით.
- ვძლებ მერე? არ ვიმჩნევ თორემ…
- ვინმესთან გადააყოლე გული! – ურჩია ლიზარდმა.
- გულს ვერ ვუდებ ვერავის. სხვასთან ურთიერთობის სურვილიც არ მიჩნდება. ვინმეს რომ გავიცნობ მაშინვე შედარებას ვიწყებ და ვხვდები ქეთოსთან შედარებით რა უბადრუკია.
- ვაა, ასე როგორ გადაგრია სვანმა ჰა? გაგივლის არა უშავს. – დანანებით გადააქნია თავი ლიზარდმა.
- მეგონა რომ გამიარა. მერე მივხვდი რომ არ გამიარა. რომ არ ვმუშაობდე გავაფრენდი. – ალექსანდრეს ისევ ფეხების სუნი მოუვიდა და უკან გახედა მძინარე მთვრალს. მძინარეს ნეტარი სახე ჰქონდა და ნერწყვს პერანგის მთელი გულისპირი დაესველებინა. – ისე რა მაგრად ვსხედვართ, ჯარმუშს რომ ვენახეთ “ყავა და სიგარეტში” გადაგვიღებდა.
- აუ, მაგარი ჯიმი! თან რა ხალხი თამაშობს: ტომ ვეიტსი, იგგი პოპი…
- ტომიზე ვაფრენ! ჩემი უსაყვარლესი ბლუზმენია. ძალიან კარგი მსახიობია. აუ, რაც მე მაგის ერთ სიმღერაზე ვიტირე!
- რომელზე? “Invitation to the blues”?
- არა, “Georgia Lee”-ზე, ბავშვზეა მანქანამ რომ გაიტანა და ბუჩქებში რომ იპოვეს. გავსკდი ტირილით.
- ბავშვები მეც მიყვარს. – გაიღიმა ლიზარდმა. – აუ იმას ფეხებზე ნავთის სუნიც უდის მგონი. – ლიზარდმა მძინარეს გახედა.
- ალბათ მაზოლები აქვს, ნავთი შველის.
- ჰოო… – ლევანმა კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა, მოქაჩა და მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, რადგან მესერთან დოლიძემ მოირბინა, ლიზარდის იღლიის ქვეშიდან თავი გამოყო და “ბუუ”-ო დასჭყივლა. ლევანი მაგრად შეხტა. სიგარეტი ხელიდან გაუფრინდა და მძინარისკენ გადაუვარდა, იმას პერანგზე დაეცა, შარვალზე ჩაუგორდა და ფეხსაცმელში ამოყო თავი..
- როგორ ხართ ჯიგრებო? – დაუღრიალა მათ დოლიძემ.
- კარგად. – ძალით გაიღიმა ლიზარდმა. – შენ?
- “Ooo, canta!” – დოლიძემ ბარსას ჰიმნი წაიმღერა და ცერა თითების ქნევით რონალდინიოს ცეკვა შეასრულა. – წავედი, აბა ჰე, ისა, ლევან, სიგარეტი არ გაქვს?
ლევანმა სიგარეტი მისცა და დოლიძე გაშორდათ.
- აუ რამდენი ყავს! უფრო სწორად რამდენი აკლია!
- ჯიგარია, სამაგიეროდ ბარსას ფანია. – და ალექსანდრემაც სიმღერა დაიწყო – “Sitting on a park bench – eyeing ittle girls with bad intent…. მაგარია ანდერსონი!
- ძალიან! “Do you still remember December’s foggy freeze…”
- “Hey aqualung”… სიმღერის ყველაზე საოცარი სათაურები “ჯეტრო ტალს” აქვს. –თქვა აქსელმა .- რამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ მივხვდი “Cross-Eyed Mary” რას ნიშნავს და როგორი იქნება დასანახად ჯვარედინთვალა მერი!
- ალბათ ელამია! – მიხვდა ლიზარდი.
- ალბათ, მეც ვიფიქრე ეგ… კვამლის სუნია! ლიზარდ, იმ კლიენტს დახედე!
ლევანმა მიიხედა და დაინახა რომ მძინარე მთვრალის ფეხსაცმელს კარგა დიდი ალი მოსდებოდა და ცეცხლი შარვალზეც მოკიდებოდა.
- იწვის ეს უბედური! – წამოიძახა ლევანმა. მთვრალს ისევ ეძინა და გულზე კვლავ დორბლები ჩამოსდიოდა. ამ დროს კაფიდან დაცვის ბიჭი გამოვარდა ხელში ცეცხლმქრობით და მთვრალი დააჯანჯღარა.
- ადექი, გაიღვიძე! – ჩასძახა ცეცხლმოკიდებულს და ცეცხლმქრობი ბალონი მიუშვირა.
- ააააა! – მძინარემ თვალები გაახილა და ბალონის ლულით შეშინებულმა დაიკივლა. – გამიშვით! – კიდევ დაიღრიალა, ალმოდებულ ფეხსაცმელებს დასწვდა, აიტაცა და გაიქცა. უკან მოიერიშე ბოინგის მსგავსად თეთრ კვამლს ტოვებდა. კაფის “სექიურითი” არ დაიბნა და ცეცხლსაქრობ მომარჯვებული უკან გაეკიდა, როცა მიზანს ასწორებდა ცეცხლზე ქაფს ასხამდა და უარეს კვამლს აყენებდა. როგორც იქნა ცეცხლმოკიდებულმა მეხანძრე ჩამოიტოვა. ბალონიანი მცველი გაჩერდა და ქოშინი აუტყდა. ახალგაღვიძებულს ისევ მაგარი კვამლი ასდიოდა. გაზეთების ჯიხურთან გაჩერდა, ვიტრინის ანარეკლში თმა გაისწორა, ტუჩები ხელით მოიწმინდა და იმანაც ამოიქშინა. ამ დროს მეგაზეთე ქალმა ჯიხურიდან ცოცხი გამოყო და ჩაარტყა. მთვრალს მოძრაობაზე შეეტყო, რომ ეწყინა, ორი ნაბიჯით უკან დაიწია და ნახევრად დამწვარი, აკვამლებული ფეხსაცმელი შუშას გაუქანა, მერე ცოტაც გაძუნძულდა და უკან ისევ თეთრი კვამლი გაიყოლა.

ალექსანდრე ნებუნიშვილი

საქართველო რომ ძალიან უცნაური ქვეყანაა ეს უკვე ერთ პოსტში ვახსენე, ამ პოსტში სხვა უცნაურობაზე ვისაუბრებ.

ჩვენთან სიტყვა “სექსთან” განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, ეს ნიშნავს ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება ადამიანს აკადრო და რისთვისაც შეიძლება ადამიანი “გაწირო”. ალბათ ყველას მოგვეხსენება თუ როგორ იქცევიან მამები, ბიძები და ნათლიები, როდესაც მათი შვილი, დის/ძმისშვილი ან ნათლული 14 წელს აცდება, ბავშვი მიყავთ ე.წ. “ქალებში” (ოღონდ ეს ფენომენი ჩემთვის ჯერ ჯერობით ამოუხსნელია) და “ავაჟკაცებენ”. – გვხვდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე

შედეგად ბავშვს უყალიბდება აბსოლუტურად მცდარი/მახინჯი დამოკიდებულება სექსის და საერთოდ, ყველანაირი ინტიმური ურთიერთობის მიმართ.
საქართველოში ძალიან მძაფრად დგას ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტის საკითხი, 10 გამოკითხულიდან 6 ამბობს, რომ მას ცოლად ქალიშვილი უნდა, მთავარია აპკი იყოს ჯანმრთელი, დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. – გვხვდება საკმარისზე ხშირად

კითხვაზე გაქვთ ან გექნებათ თუ არა სექსი საყვარელ ადამიანთან დაქორწინებამდე, აღიქმება როგორც თავდასხმა რესპოდენტზე და შედეგად შეიძლება სხეულის რომელიმე ნაწილი გასაკერი გაგვიხდეს. “შეყვარებულს როგორ უნდა აკადრო?”, შეყვარებულს არ უნდა აკადრო, სამაგიეროდ თავისუფლად შეგიძლია რომელიმე ბორდელის სტუმრობის შემდეგ, ჯერ კიდევ შარვლის შეკვრის პროცესში შეყვარებულს/მეგობარ გოგონას გადაურეკო სიტყვებით “მომენატრე სიხარულო”. ეს ნორმალურია ჩვენთან, მეტიც, მხოლოდ ეს არის ნორმალური ურთიერთობა. – გვხვდება საკმარისზე ხშირად

არ ვიცი ბიჭებში უფრო მძაფრად დგას ეს უმახინჯესი და ყოვლად არაჯანსაღი მიდგომა, თუ გოგოებში. ერთი რამ კი ფაქტია, ტრაკისკენ მივექანებით.
გოგოები ამ თემასთან დაკავშირებით იგივე პოზიციებზე დგანან, ოღონდ რა თქმა უნდა თავიანთ ჭრილში. კითხვაზე გექნებათ თუ არა შეყვარებულთან ქორწინებამდე სექსი, პასუხია გალურჯება და შემდეგ კანკალით: – “თუ ვუყვარვარ ქორწილამდე მოითმენს” (ღმერთო რა ამაღელვებელია). – გვხვდება საკმარისზე ხშირად

არც კი ვიცი რა დავარქვა იმას, როცა გოგო ამბობს, რომ თუ მის მეორე ნახევარს (ქმარი იქნება თუ შეყვარებული არ აქვს მნიშვნელობა) თუ ეყოლება საყვარელი ამაში დიდი საპანიკო არაფერია, “რითაც მე ვერ ვაკმაყოფილებ ის აკმაყოფილებს”, ეს “ცოლს როგორ ვაკადრო”-სგან მოდის, ეს ორი რამ აბსოლუტურად ურთიერთდაკავშირებულია და განუყოფელი, არ ვიცი იმაზე მეტი თავის დამცირება და უთავმოყვარეობა,.

ასეთ მეუღლეებს ან შეყვარებულ წყვილს არ შეუძლია მთელი რიგი კომპლექსების და სრულიად არაჯანსაღი შეხედულებების გამო ჰქონდეს თავისუფალი სექსი. მათთვის თავის დამცირება ის უფროა, თუ ერთმანეთს რაიმე არატრადიციულს შესთავაზებენ (არატრადიციული კი ყველაფერია მისიონერული პოზის გარდა), ამას შეიძლება ოჯახის დანგრევაც კი მოყვეს ღრიალით “შე ბოზო გააჯვი სახლიდან”. – გვხვდება საკმაოდ ხშირად

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გოგოს მიაჩნია, რომ კაცი მაშინ არის მაგარი თუ საყვარელი ისე ეყოლება, რომ ვერც ცოლმა და ვერც შეყვარებულმა ვერ გაიგოს, ეს კიდევ უფრო “კრუტოის” ხდის კაცს.
კიდევ ერთი კატეგორია:
“აუუ გოგო ჩემი შეყვარებული ეხა პუტანკებთან არის და ველოდები”
- “მართლა გოგო? რა კაციააააა”
- “აბაა გოგო და თან ვიღაც უკრაინელები არიან და იმენნა უსწორებენ რაა, დაჯე მოგიყვები” – გვხვდება ხშირად

ეს ყველაზე რთული კატეგორიაა, მკურნალობას არ ექვემდებარება, მხოლოდ პროგრესირებისკენ მისი სვლის შეჩერებაზე შეგვიძლია ვიზრუნოთ, მაგრამ უდიდესი ძალისხმევა ჭირდება და შედეგიც გარანტირებული არ არის.

Free Image Hosting at FunkyIMG.com

XTC – ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ინგლისური კოლექტივი ქალაქ სუინდონიდან… გასაკვირია, რომ ეს ჯგუფი ძალიან ცოტა პროცენტმა იცის და საქართველოში კი ალბათ ერთეულმა მელომანებმა… ეს სამწუხარო რეალობაა.
ჯგუფი დააარსა ორმა ინგლისელმა ბიჭმა, ენდი პეტრიჯმა (გიტარა) და კოლინ მოულდინგმა, ჯგუფს ემატებოდნენ და ტოვებდნენ მუსიკოსები, თუმცა ბირთვი უცვლელი რჩებოდა.

Free Image Hosting at FunkyIMG.com

პირველი ალბომი “White Music” პანკის მოყვარულებისთვის ნამდვილი საჩუქარია, დახვეწილი მუსიკა, საოცრად მწარე ტექსტები და სერიოზული იუმორი, ალბომის სახელის გამო ჯგუფი დაადანაშაულეს რასიზმში, რაც თავისთავად სასაცილოა..
ამ მუსიკოსების გენიალურობა მრავალ ასპექტს მოიცავს, კარგი გემოვნება, ნამდვილი პროფესიონალიზმი შექმნასა და შესრულებაში (ასევე ლაივშიც), ალბომის ყდები, უმწარესი პოეზია და დიდი იუმორი. გარდა ამისა ძალიან საინტერესოდ ვითარდება ჯგუფი მოსმენის პერიოში, იწყებ პირველი ალბომებიდან ნამდვილი პანკ როკით და ამთავრებ დისკოგრაფიის მოსმენას სინთ პოპში გადასული ჟღერადობით და ძაილან გამდიდრებული მუსიკალურობით, ამ მხრივ აღსანიშნავია 86 წელს გამოსული ალბომი Skylarking

Free Image Hosting at FunkyIMG.com

რომელიც ნამდვილი მუსიკის ზეიმია. ამ ალბომის Bonus Track-ია ძალიან ძლიერი სიმღერა “Dear God”, რომელიც ცალკე სინგლად გამოიცა, რადგან მორწმუნეებს შეურაცხყოფილად არ ეგრძნოთ თავი. სიმღერა გამოირჩევა ძალიან კარგი ტექსტით და საკმაოდ მხიარული ხასიათით.

Free Image Hosting at FunkyIMG.com

ცალკე აღნიშვნის ღირსია რიგით მეორე ალბომის “Go 2″ ყდა. ეს არის გენიალური ყდა, სერიოზული იდეა, მითუმეტეს ალბომი 78 წელს არის გამოსული

Free Image Hosting at FunkyIMG.com

მოკლედ ყველა მელომანს ვურჩევ მოისმინოს ამ ჯგუფის მუსიკა პირველიდან ბოლო ალბომის ჩათვლით, ნამდვილად არ ინანებთ!

რამდენიმე ალბომი ჯგუფის გასაცნობად:

1978 – Go 2 – http://alldrives.ge/main/linkform.php?f=bc69388368f0a273
1986 – Skylarking – http://alldrives.ge/main/linkform.php?f=44ff14a7d24b72df
1993 – Live In Concert – http://alldrives.ge/main/linkform.php?f=029b365b5c6f15eb

საქართველო უცნაური ქვეყანაა, ყველანაირად უცნაური და ეს უკიდეგანოდ ბევრ რამეში გამოიხატება, მაგრამ მე დღეს მინდა ერთ კონკრეტულ, ძალიან საშიშ ტენდენციაზე ვისაუბრო.

 საიდუმლო არ არის, რომ საპატრიარქოს ძალიან დიდი, უდიდესი გავლენა აქვს ქართულ მოსახლეობაში, იმდენად დიდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან საშიში გახდა. არანაკლებ საშიში, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი და ეკოლოგიური პრობლემები (ეს კიდევ ჩვენ ნაკლებად გვეხება). ჩემი პროტესტი მაშინ დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ქართველ პოეტს – პაატა შამუგიას წიგნის პრეზენტაციაზე შეუვარდნენ, წიგნის სახელის გამო (“ანტიტყაოსანი”). შემდეგ იყო მხატვარ გელა ზაუტაშვილის გამოფენა, იყო გადაცემა “კედელი” რომელშიც ფანატიკოსი ექსტრემისტი ახალგაზრდები ყოველთვის ესწრებოდნენ ჩაწერებს და საუბარიც კი არ მსურს იქ რა იდეოლოგიას ქადაგებდნენ, ეს იყო, აგრესიის, გაუნათლებლობის და ყოველივე ცუდის პროპაგანდა, იმდენად ეშინოდათ ამ გადაცემის, რომ ერთი ჩაწერაც კი არ გამოუტოვებიათ. იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ გადაცემა დაიხურა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრდა.

მოგეხსენებათ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სულ ცოტა ხნის წინ განაახლა მაუწყებლობა განახლებულ ფორმატში. როგორი დონის არის და ასე შემდეგ, ამ სტატიაში არ მსურს ამაზე საუბარი, აქ სხვა რამეზე ვსაუბრობ. 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობს უკვე ყველასთვის ნაცნობი გადაცემა “საქართველოს დიდი ათეული”, რომელიც არის საერთაშორისო პროექტი (თავის დროზე BBC-მ გააკეთა), ამ გადაცემაში ასი დიდი ქართველი ადამიანიდან ქართველი მაყურებელი ირჩევს 10 საუკეთესოს, ვისაც როგორ მიაჩნია. საპატრიარქომ რა თქმა უნდა “ყურები დაცქვიტა” და გამოაცხადა, რომ ამ გადაცემიდან უნდა ამოიღონ წმინდანები, რადგან წმინდანების შეჯიბრი არ შეიძლება.

ალბათ ყველამ ვუყურეთ ბოლო გადაცემას, რომელშიც იყო უცხარესი დისკუსია, ერთი მხრიდან დავით პაიჭაძე, ბექა მინდიაშვილი და.ა.შ და მეორე მხრიდან სასულიერო პირები და რეჟიროსი ქეთი დოლიძე. 

გადაცემას მოჰყვა საკმაოდ დიდი გამხმაურება, აღშფოთება და მრავალნაირი რეაქცია, ზოგი საპატრიარქოს აზრს ემხრობა, ზოგი ეწინააღმდეგება და ყველაფერი ისე მიდის როგორც უნდა მიდიოდეს, რომ არა ერთი რამ:

საპატრიარქო და მათი თანამოაზრეები ვერ აცნობიერებენ შემდეგს – წმინდანები მათ პრივატიზებული არ აქვთ, გარდა ამისა სანამ ეს ადაამიანები წმინდანებად შეირაცხებოდნენ საერო პირები იყვნენ, აღმაშენებელი, თაყაიშვილი, ჭავჭავაძე და ასე შემდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ილია ჭავჭავაძე სეკულარული აზრის და ქართული ლიბერალიზმის ფუძემდებელია და საპატრიარქოს, ისეთს როგორიც ის დღეს არის, საერთოდ არ აქვს უფლება ამ ადამიანზე ისაუბროს, მით უფრო დაისაკუთროს. 

კონფორმიზმი რომ ჩვეულებრივი მოვლენაა და ანტი-კონფორმიზმი რომ სატანიზმად და არაადამიანურად ითვლება ამას ისე მივეჩვიეთ, თვალიც არ დაგვიხამხამებია, არ გამიკვირდება თუ მალე მღვდელ-პატრულები დაიწყებენ სიარულს ქუჩებში და ნათლობის მოწმობას მოითხოვენ.

საჭიროა ბრძოლა, ბრძოლა მასმედიის საშუალებით და მშვიდობიანი მანიფესტაციებით. მასმედია მკვდარია ქვეყანაში და მანიფესტაციებზე კი 5 კაცი მოდის, ეს არის რეალობა.

ბლოგის “ჰედერიც” ამ განწყობის შესაბამისად ავირჩიე და ალბათ დიდხანს არ მომიწევს მისი შეცვლა.

დღე 1

January 19, 2009

გამარჯობათ. ბლოგი ადრეც მქონდა, ძირითადად მუსიკას ვტვირთავდი, მაგრამ შემდეგ მომბეზრდა და თავი დავანებე. მუსიკა ამ ბლოგზეც დაიდება, რამდენადაც ჩემი ინტერნეტის სიჩქარე ამის საშუალებას მომცემს..

Follow

Get every new post delivered to your Inbox.